ერთხელ, მსოფლიოში ცნობილი ნორვეგიელი პიანისტის მიშა ალპერინის (1956-2018) კომპოზიცია ,,ტიფლისის''' მოსმენის შემდეგ, რეჟისორმა გიორგი დავითაშვილმა აღფრთოვანება გამოთქვა მისი სილამაზითა და სულისკვეთებით და კომპოზიტორს დაჰპირდა, რომ ამ მუსიკით შექმნიდა არტ-ფილმს თბილისის შესახებ. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა.
ამჟამად უცბად გაჩნდა იდეა, გამართულიყო მიშა ალპერინის ხსოვნის საღამო, სადაც კომპოზიცია „ტიფლისი“ შეესაბამებოდა დიმიტრი ზვერევის მთელ ფოტოსამყაროს, რომელსაც თბილისი ქვია. მუსიკისა და ფოტოგრაფიის ხელოვნების ეს უნიკალური შერწყმა თბილისში, ცნობილ IAart Gallery-ში გაიმართება.
პროგრამა მოიცავს მიშა ალპერინის მეგობრის, ილიას უნივერსიტეტის პროფესორის რეზო კიკნაძის და თანამედროვე პიანისტისა და კომპოზიტორის არაიკ ფიტინგჰოფის აკუსტიკურ კონცერტს.
ტრადიციულად, IArt Gallery-ის სტუმრები MILIDIANI-ს ღვინის სახლის დახვეწილი ღვინოების დეგუსტაცია ელოდებათ, რომლის დროსაც დიმიტრი ზვერევის ფოტო პოსტერების მფლობელებს ავტორის ავტოგრაფის მიღება შეეძლებათ.
არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, გახდეთ ამ უნიკალური ღონისძიების ნაწილი, სადაც მუსიკა და ფოტოგრაფია ერწყმის ერთმანეთს და ქმნის შთაგონებისა და სიყვარულის ატმოსფეროს!