FortiGate თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
FortiGate

FortiGate

FortiGate
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან400
ქართული

აღწერა

ქსელების და უსაფრთხოების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია FortiGate მოწყობილობების მართვის, კონფიგურაციის, ადმინისტრირების და მონიტორინგის ცოდნა. FortiGate წარმოადგენს კომპანია Fortinet-ის ფაიერვოლს, რომელიც დღესდღეობით უსაფრთხოების მიმართულებით ერთ-ერთ საუკეთესო გადაწყვეტას წარმოადგენს.
🔸კურსის გავლის შემდგომ, თქვენ შეძლებთ: Fortigate-ს გამოყენებით თქვენი ორგანიზაციის შესაბამისი ქსელის გამართვას და მენეჯმენტს; Fortinet-ის უსაფრთხოების გარემოს მართვას; Firewall-ის პოლიტიკების გამოყენებით ქსელის კონფიგურაციას, ავთენტიფიკაციას, უსაფრთხოების პროფილების კონფიგურაციას; პორტების საშუალებით გამავალი ტრაფიკის შეგროვებას, კონტროლს და ანალიზს.
🎯კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, SCSA-ს მიერ გაცემულ ცოდნის დამადასტურებელ სერთიფიკატთან ერთად, ასევე მიიღებთ Fortinet-ის კიბერ უსაფრთხოების ასოცირების სერთიფიკატს.
❗სასწავლო კურსზე დაშვების წინაპირობა: კურსზე დასასწრებად მსმენელს უნდა ჰქონდეს ქსელის პროტოკოლების და Firewall-ის კონცეფციების შესახებ საბაზისო ცოდნა.
👥სასწავლო კურსის ლექტორი:
არჩილ შენგელია – კომპანია Cisco ქსელური აკადემიის ინსტრუქტორი; SCSA-ლექტორი; კიბერ უსაფრთხოებაში Fortinet-ის სერტიფიცირებული წევრი.
⏳ კურსის ხანგრძლივობა:
შეხვედრების რაოდენობა: 10 (20 გაკვეთილი)
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
📅კურსის განრიგი:
მეცადინეობა დაიწყება 21.07.2026 და ჩატარდება ყოველ სამშაბათს და პარასკევს 19:00 – 21:00 საათამდე.
ჩატარების ტიპი: online/offline
კურსის საფასური: 450 ლარი
საფასური SCSA წევრებისთვის: 400 ლარი
📌კონტაქტები:
(+995) 595 511 355 / (+995) 571 381 166
ელ-ფოსტა: info@scsa.ge⠀
☑ რეგისტრაცია:
https://scsa.ge/ka/fortigate/ 

ფოტო და ვიდეო

FortiGate

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება