იდილია – დიდი კატასტროფისთვის გამოუყენებელი პოტენციალია, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. სწორედ ასე შეიძლება აღიწეროს რუბენ ოსტლუნდის ირონიული თრილერის „ფორს-მაჟორის“ მთავარი იდეა, სადაც იდეალური შვედური ოჯახი იდეალურ შვებულებაში მიდის. ფილმის გმირებს ტოტალური უბედურებისგან მხოლოდ თოვლოვანი ზვავი და ოჯახის მამის სიმხდალე აშორებს, რომელიც საფრთხეს გაექცა, ოჯახის წევრების დავიწყებით. ოსტლუნდის სარკაზმი მიმართულია მასკულინობის კრიტიკისკენ – რეჟისორი ორი საათის განმავლობაში დეტალურად აანალიზებს გენდერული როლების შეუსაბამობას თანამედროვე დასავლურ სამყაროში.
ტრადიციული ოჯახის „ბოსტანში“ ჩაგდებული ზუსტი ქვებისთვის ფილმმა „განსაკუთრებული ხედვის“ პროგრამის ჟიურის პრიზი მიიღო კანში.