გულუბრყვილო, თავისი გმირის მსგავსად, მაგრამ ხიბლსა და პირდაპირ, მარტივ სიბრძნეს ნამდვილად მოკლებული არაა.
ყველასთვის ნაცნობი ისტორია ადამიანზე, რომელსაც მენტალური თავისებურებები აქვს და რომელიც ისე აღმოჩნდება საკუთარი ეპოქის უმნიშვნელოვანესი მოვლენების შუაგულში, რომ თავად ვერც კი აცნობიერებს მათ მნიშვნელობას. უნებლიეთ ფორესტი გავლენიან და პატივსაცემ ადამიანად იქცევა, მაშინ როცა მისი ერთადერთი და ნამდვილი სურვილი კვლავაც მეზობელ გოგონასთან — ბავშვობის სიყვარულთან — ერთად ყოფნაა.
🏆 6 „ოსკარი“, მათ შორის:
— საუკეთესო ფილმი
— საუკეთესო მსახიობი კაცი — ტომ ჰენქსი
— საუკეთესო რეჟისურა
— საუკეთესო სცენარი