Forbes Georgia წარმოგიდგენთ ‘’Real Estate Summit 2026’’-ს. სამიტის მისიაა ურბანული ტრანსფორმაციის, საინვესტიციო კაპიტალისა და ინოვაციური დეველოპმენტის ახალი დღის წესრიგის განსაზღვრა. ღონისძიება ფოკუსირდება იმ ფუნდამენტურ ცვლილებებზე, რომლებიც აყალიბებს ქალაქების ახალ იდენტობას და განსაზღვრავს დეველოპერული სექტორის როლს გლობალურ კონკურენციაში.
📅თარიღი - 3 ივლისი
📍ლოკაცია-Radisson RED
რატომ ახლა?
- საქართველოს უძრავი ქონების სექტორი სწრაფად იცვლება
- იზრდება საერთაშორისო ინვესტიციების ნაკადი
- მატულობს ESG და მწვანე ფინანსების მნიშვნელობა
- ძლიერდება რეგიონული კონკურენცია
ვინ დაგხვდებათ სამიტზე:
250 სპეციალურად შერჩეული სტუმარი-დეველოპერები, ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები, ინვესტორები და ფონდები, საერთაშორისო მოთამაშეები, Forbes Georgia-ს სარედაქციო და პარტნიორობის ქსელი.
სამიტის ძირითადი ფორმატი მოიცავს: ექსკლუზიური პარტნიორის მიერ წარმოდგენილ ქინოუთ სესიას, ორ პანელურ დისკუსიასა და CEO-ლეველ ნეთვორკინგ საღამოს, რომელიც ინდუსტრიის ლიდერებს შორის ღრმა და ღირებული კავშირების გაძლიერებას ემსახურება.