თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის* — დემაგოგი თბილისში ფესტივალს აწყობს!
15 ივნისს „დემაგოგს“ 5 წელი შეუსრულდება. ამ დროში ჩვენ გამოვაქვეყნეთ ასობით სტატია, ათობით პოდკასტი, გავმართეთ ფესტივალი, დავბეჭდეთ ზინები და ვთანამშრომლობდით როგორც დიდ, ასევე მცირე მედიებთან და ორგანიზაციებთან.
მაგრამ პირველად, ვიხდით დაბადების დღეს — თავისუფალი კულტურის მხარდასაჭერად და ცენზურის წინააღმდეგ.
ჩვენ ყოველთვის გვესმოდა ჟურნალი, როგორც თანამოაზრეების საზოგადოების შემკრები წერტილი — და ყოველთვის გვსურდა ამ ხალხთან ცოცხლად შეხვედრა. და აი, დადგა ეს დღეც!