FOOD & WINE FEST ბათუმში
30 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, ბათუმის ევროპის მოედანზე ღვინის, გასტრონომიისა და ქართული კულტურის მასშტაბური ფესტივალი გაიმართება.
ოთხი დღის განმავლობაში სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა და დაუვიწყარი ატმოსფერო ელოდებათ.
ღვინის დეგუსტაციები
მუსიკალური წარმოდგენები და კონცერტები
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
შეფ-მზარეულებისა და სომელიეების მასტერკლასები
ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს კერძები
ფესტივალის მიზანია ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების პოპულარიზაცია და რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერება.
ორგანიზატორების განცხადებით:
"ჩვენი მიზანია ბათუმის კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოჩენა საერთაშორისო კულინარიულ რუკაზე, ქართული მეღვინეობის 8000-წლიანი მემკვიდრეობის წარმოჩენა და ადგილობრივი ბიზნესისა და ტურიზმის განვითარების მხარდაჭერა."
შემოგვიერთდით და გახდით ღვინის, გემოვნების, კულტურისა და სტუმართმოყვარეობის დიდი დღესასწაულის ნაწილი.