ფოლკლორის ცენტრის გუნდის სოლო კონცერტი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ფოლკლორის ცენტრის გუნდის სოლო კონცერტი

ფოლკლორის ცენტრის გუნდის სოლო კონცერტი

ფოლკლორის ცენტრის გუნდის სოლო კონცერტი
17 Rustaveli avenue
ბილეთის ფასი
დან25
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

30.06.2026
სამშაბათი
19:30
25 ₾ - 30
25 ₾ - 30
ვრცლად

აღწერა

30 ივნისს, 19:30 სააზე, Რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში გეპატიჟებით ფოლკლორის ცენტრის გუნდის სოლო კონცერტზე.

 

სულ ორი წელია, რაც გუნდი შეიქმნა და უკვე დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი.

 

ფოლკლორის ცენტრის გუნდი გამორჩეულია იმით, რომ ახალგზარდა შემსრულებლები გამოცდილ მომღერლებთან ერთად, აცოცხლებენ საარქივო ჩანაწერების ბევრისთვის უცნობ, მივიწყებულ, სხვადასხვა კუთხის სიმღერებსა და ფერხულებს.

 

გუნდს ხუთი ლოტბარი ჰყავს, რაც იძლევა საშუალებას, ყველა კუთხის სიმღერა საუკეთესოდ შესრულდეს.

 

გუნდის ლოტბარები არიან:

 

გიორგი დონაძე, ლიკა ლიპარტელიანი, თორნიკე სხიერელი, გიორგი ხუნაშვილი და ცნობილი გურული მომღერალი ოჯახის შთამომავალი სერგო ურუშაძე.

 

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო.

 

 

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

ფოტო და ვიდეო

ფოლკლორის ცენტრის გუნდის სოლო კონცერტი

ადგილი

რუსთაველის ეროვნული თეატრი
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: ,,თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს’’ – წერდა ილია ჭავჭავაძე. 1879 წელს ,,დრამატული კომიტეტის’’ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით, პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ (რეჟისორი – გ. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს ,,ფლანდრია” – ,,სამშობლო” (1882 წ.). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთა. ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს. . .რობერტ სტურუას სპექტაკლებმა – “კავკასიური ცარცის წრე” და “რიჩარდი III” თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა.რობერტ სტურუა და მის მიერ დადგმული სპექტაკლები მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიით და პრიზით დაჯილდოვდა. დღეს თეატრში ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან ერთად, შემოქმედებით ძიებებს განაგრძობენ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება