კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში 2 ივლისს მგალობელ-მომღერალთა გუნდი დიდგორი მსმენელის წინაშე განახლებული პროგრამით წარდგება.
კონცერტზე შესრულდება საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები, როგორც ცნობილი ასევე მივიწყებული ვარიანტები. ანსამბლი დიდგორი 20 წელზე მეტია ასრულებს ქართულ ტრადიციულ მრავალხმიან სიმღერას.
სპეციალური მოწვევით ანსამბლ მარგალიტის სოლისტი თათია დარსანია.
საღამოს უძღვება ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გია ბაღაშვილი.
მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო, ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.
მედია პარტნიორი: საზოგადოებრივი მაუწყებელი.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება