Folamour - ფრანგი არტისტის Bruno Boumendil-ის პროექტია, რომელიც გამორჩეული მუსიკალური ხელწერის წყალობით, მალევე გახდა პოპულარული როგორც საფრანგეთში, ასევე მთელს ევროპაში. მუსიკოსმა, ელექტრონული მუსიკის სცენაზე, თავისი სახასიათო ხელწერა 2017 წელს დაამკვიდრა, როცა სადებიუტო ალბომი „Umami” გამოსცა. აღსანიშნავია, რომ პირველ 12 თვეში ალბომმა, ჯამურად მილიონზე მეტი მოსმენა დააგროვა სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმებზე და დიდი დაინტერესება გამოიწვია მსმენელში.
Folamour-ის მუსიკა, პოპისა და ჯაზ მუსიკის რიტმებით, იდეალურად ეწყმის ჰაუს მუსიკის ჟღერადობებს. არტისტმა არაერთი დაუვიწყარი პერფორმანსი შესთავაზა მსმენელს, ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, როგორიც არის: Dimensions Festival, Lost Village, Nuits Sonores, Peacock Society, Dour and Defected Croatia და ასევე დაუკრა აზიის, ავსტალიის ამერიკისა და ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან კლუბებში. Folamour-ს შექმნილი აქვს მუსიკალური ლეიბლები: FHUO Records, Touche Française და ასევე თანადამფუძნებელია ჰაუს მუსიკის ლეიბლის: Moonrise Hill Material.
საცეკვაო მუსიკის მრავალფეროვანი ჟღერადობების სამყაროში მოგზაურობას, ქართველი დიჯეები: Haverdi და meANDyou განაგრძობენ.
22:00 - Doors Open23:00 - 02:00 - Haverdi02:00 - 04:00 - Folamour04:00 - End - meANDyou