ამ თბილ და ფერად შეხვედრაზე ბავშვები ხატავენ სრულიად ახალი ტექნიკით: საღებავში ამოვლებული, გაბერილი ცელოფნის დახმარებით. თითოეული შეხება თაბახთან ქმნის მოულოდნელ, ცოცხალ გამოსახულებას, რომელიც წამებში იქცევა ყვავილად, ფოთლად, ულამაზეს არსებად...
ეს არის თამაში, აღმოჩენა და შემოქმედებითი ენერგიით ტკბობა - ერთდროულად 💛
საკუთარ ნამუშევარს აძლევენ ჩარჩოს და ქმნიან დასრულებულ სურათს — ისეთ საჩუქარს, რომელიც გულით კეთდება და გულამდე მიდის. ბოლოს თითოეულ პატარას სახლში მიაქვს საკუთარი ხელით შექმნილი ნახატი 🎁
ვორქშოფის შინაარსი:
🎨 პარკით ხატვა — საღებავში ამოვლებული გაბერილი ცელოფნით უნიკალური გამოსახულების შექმნა;
🌸 ყვავილების, ფოთლებისა და საოცარი ფორმების კომპოზიციად ქცევა;
🌈 ფერების შერჩევა და შრეებად დადება ცოცხალი, დინამიკური გამოსახულების მისაღებად;
📖 მოკლე საუბარი ექსპერიმენტული ტექნიკის შესახებ — როგორ იქცევა “შემთხვევითი” ლაქა ხელოვნებად;
🖼 დასრულებული ნამუშევრის საჩუქრად სასაჩუქრე ობიექტად გადაქცევა.
რა დახვდებათ ბავშვებს:
🌳 შემოქმედებითი პროცესი მზიურის პარკის მწვანე, ჟანგბადით სავსე გარემოში — სადაც ბუნება თავად ხდება შთაგონების წყარო.
✨ თბილი და შთამაგონებელი გარემო;
🎨 საღებავები და ცელოფნით ხატვის განსხვავებული ტექნიკა;
🌈 ფერებთან თამაშისა და ექსპერიმენტის სრული თავისუფლება;
🖐 ექსპერიმენტებით სავსე, სენსორული და მხიარული შემოქმედებითი პროცესი;
🖼 საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევარი, რომელიც მზად არის გასაჩუქებლად 🎁
რატომ უნდა მოვიდნენ:
🌟 რადგან ეს არის სიხარულით სავსე გამოცდილება — ჩვეულებრივი “ლაქა” ბავშვების ხელში ფერად ყვავილად იქცევა;
🧠 ავითარებს წარმოსახვას, კომპოზიციურ ხედვას და შემოქმედებით აზროვნებას;
🖐 აძლიერებს მოტორიკას და ფერის შეგრძნებას;
💛 აჩენს განსაკუთრებულ ემოციას — “მე შევქმენი ეს დედიკოსთვის” რაც პატარებისთვის ყველაზე ძლიერი მოტივაციაა;
🌷რაც მთავარია, ბავშვი სახლში ბრუნდება სიამაყით და სიყვარულით სავსე პატარა ხელოვნების ნამუშევრით.
ასაკობრივი შეზღუდვა: 3 - 16 წელი
