"ფიწალი დისნეი" თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO

"ფიწალი დისნეი"

ფილიპ რიდლის პიესის პერსონაჟებს, სახლიდან გასვლის ეშინიათ. ჩარაზულ კარს მიღმა საშინელებები ელოდებათ. ბინაში გამოკეტვა კი უსაფრთხოებას ნიშნავს. ტკბილეული, წამლები და გაუთავებლად მოყოლილი ამბები მათ მშველელად ევლინება. თუმცა, შინ სამყაროს შემოჭრას დიდხანს ვერაფერი შეაჩერებს. მალე მათი ფანჯრის მიღმაც ჩაივლიან უცნაური ადამიანები, კარში შემოაბიჯებენ და მათ ძილბურანიდან გამოფხიზლებას შეეცდებიან. „ფიწალი დისნეი” აუტანელი სიჩუმით სავსე პიესაა, რომელიც თანამედროვე ადამიანის შიშებსა და ვნებებს ფერად სანახაობად აქცევს. თანამედროვე ბრიტანელი დრამატურგის პიესა დროული აღმოჩნდა მსახიობებისთვის. მათი ინიციატივით შედგა კოლაბორაცია მხატვართან და მუსიკოსთან. მასალის ერთობლივად გააზრება და სცენაზე გადატანა გახდა ჯგუფის მიზანი. ფილიპ რიდლის პიესა ქართულ თეატრში პირველად დაიდგა. ასაკობრივი შეზღუდვა 16+დასაწყისი: 20:00
"ფიწალი დისნეი"
31 Atoneli St., Tbilisi
advertising
ქართული

აღწერა

ავტორი: ფილიპ რიდლი
თარგმანი: გურამი ღონღაძე
მხატვარი: თამრი ოხიკიანი
კომპოზიტორი: გიორგი გიგაშვილი, ნიკალა ზუბიაშვილი
ფოტო: ნატა სოფრომაძე
პოსტერი: ივა ქიმერიძე
მონაწილეობენ: სანდრო სამხარაძე, სოფიო ზერაგია, ნიკუშა ბაქრაძე, ლაშა მებუკე

ფოტო და ვიდეო

ადგილი

თეატრი ათონელზე
თეატრი ათონელზე
31 Atoneli St., Tbilisi
"თეატრი ათონელზე" არის ძალიან პატარა თეატრი თბილისის ყველაზე ისტორიულ ადგილას. აქ შეგიძლიათ ნახოთ აბსოლუტურად განსხვავებული ჟანრის სპექტაკლები: დრამა, კომედია, რომანტიკა, დეტექტივი და ასე შემდეგ უსასრულობამდე! თეატრში ბევრი ახალგაზრდა მსახიობი თამაშობს, მაგრამ მიუხედავად მცირე ასაკისა, მათი მსახიობობა უკვე შეძლებს თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენას. აქ ყველა სპექტაკლი გააზრებულია უმცირეს დეტალებამდე, ამიტომ არის მათში გარკვეული სულისკვეთება.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება