Fireflies x Synthesia Lab - Ambient Music Session თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
Fireflies x Synthesia Lab - Ambient Music Session

Fireflies x Synthesia Lab - Ambient Music Session

Fireflies x Synthesia Lab - Ambient Music Session
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან35
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ვაგრძელებთ ემბიენთ სესიებს, ამჯერად სინთეზია ლაბში, რომელიც საკონცერტო დარბაზის საკულისებო სივრცე იყო. ამ სესიაზე Tete Noise და Ed Berens ლაივ პერფორმანსებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება Thecimal-ისა (IR) და Einar Stray-ს (NOR) ერთობლივი ლაივი.

სალომე ვარდანაშვილი კი, ambient hosted mix-ს დაუკრავს, კომენტარებით და ინფორმაციული ჩანართებით.

სივრცის სპეციფიკიდან

გამომდინარე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია
 

სივრცის სპეციფიკიდან

გამომდინარე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია


არტისტები

Tete Noise

TeTe Noise ქართველი ხელოვანის, სანდრო ჩინჩალაძის ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტია. თეიფ ლუპების, ანალოგური ელექტრონიკისა და საველე ჩანაწერების სინთეზით, TeTe Noise ქმნის იმერსიულ ბგერით კოლაჟებს, რომლებიც შლიან ზღვარს ხმოვან ხელოვნებასა და მუსიკას შორის. მისი პერფორმანსები, რომლებსაც ხშირად თან ახლავს აბსტრაქტული ვიზუალი და იმპროვიზაციული ხასიათისაა, იკვლევს ისეთ თემებს, როგორიცაა დეგრადაცია, მეხსიერება და ტრანსფორმაცია. ელექტროაკუსტიკური კომპოზიციის გამოცდილებითა და სხვადასხვა ფესტივალებსა თუ სახელოვნებო სივრცეებში აქტიური მოღვაწეობით, TeTe Noise ნოიზის, ემბიენთისა და პერფორმანსის გადაკვეთაზე დგას.


Thecimal and Einar Stray

Thecimal - ირანელი მულტიმედიაარტისტი, საუნდდიზაინერი და კომპოზიტორია. ის სხვადასხვა ფსევდონიმით მუშაობს, მათ შორის: Thecimal, IDFT, Force Ignore, P01ntl355 და Havytna. მისი შემოქმედებითი პრაქტიკა აერთიანებს ექსპერიმენტულ ჟღერადობას, dark ambient-ს, აუდიო-ვიზუალურ პერფორმანსებსა და ინსტალაციებს. პარალელურად, ის აქტიურად მოღვაწეობს ვიდეო თამაშების აუდიო დიზაინის, ფესტივალების პროდიუსინგისა და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ხმის კვლევის მიმართულებით.


Einar Stray

Einar Stray ათწლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ნორვეგიელი კომპოზიტორი და მუსიკოსია. მულტიინსტრუმენტალისტი და ვოკალისტი აღიარებულია თავისი გამორჩეული მოღვაწეობით პროექტებში: Cezinando, Moddi, Mildfire და Einar Stray Orchestra.“



Ed Berens

ედ ბერენსი ექსპერიმენტული მუსიკოსი და პერფორმერია, რომელიც ბგერას, ჟესტსა და სივრცეს შორის არსებულ კავშირებს იკვლევს. იგი პერფორმანსებს Quray-ს მეშვეობით ასრულებს - ეს არის სივრცითი ინსტრუმენტი, რომელიც მოძრაობით იმართება.

ბგერა ჰაერში იბადება, თავად პერფორმანსი კი ელექტრონიკის, რიტუალისა და ინდუსტრიული ატმოსფეროს მიჯნაზე იქმნება.. ელექტრონიკა გიტარისა და აკუსტიკური ინსტრუმენტების ჟღერადობასთანაა გადაჯაჭვული, რაც ქმნის მჭიდრო, ცოცხალ და ფიზიკურ მუსიკალურ გარემოს.


Salome Vardanashvili

სალომე ვარდანაშვილი მუსიკალური ჟურნალისტი, სელექტორი და „დიაცის“ (Diaci) თანადამფუძნებელია. ეს პოდკასტი და პლატფორმა მუსიკალურ ინდუსტრიაში ქალებისა და არაბინარული ადამიანების როლის წამორჩინებას ემსახურება.სელექციის ფარგლებში, სალომე ადგილობრივ ემბიენთს წარმოგვიდგენს - რადიოშოუს ფორმატში იგი მსმენელს ნაკლებად ცნობილ „მარგალიტებს“, ახალ რელიზებსა და პერსონალურ ფავორიტ ტრეგაუზიარებს.

ფოტო და ვიდეო

Fireflies x Synthesia Lab - Ambient Music Session

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება