დაესწარი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს მასწავლებლებისთვის ლევან ფავლენიშვილთან - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
ტრენინგზე განვიხილავთ თემებს ფინანსური განათლებიდან: ბიუჯეტირებას, შემოსავლებს, ხარჯებს, ემოციურ ფაქტორებს, ანაბარს, დანაზოგს და სხვ. თუმცა, ასევე განვიხილავთ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის საინტერესოდ და მარტივად ახსნა სკოლის მოსწავლეებისთვის.
ტრენინგი ტარდება 28 მარტს, 13:00-17:00 საათზე
თამარ ჭოველიძის 7, Lolita-ს მე-3 სართულის სივრცეში.
ადგილები შეზღუდულია და დასასწრებად უნდა დარეგისტრირდეთ ბმულზე: https://www.surveymonkey.com/r/QQKQ65S
რეგისტრაციაზე დასტური 24 მარტამდე მოგივათ რეგისტრაციისას მითითებულ მეილზე.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საქართველოს ბანკისა და პარტნიორების სერტიფიკატი.
ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ოპერაციების კვლევაში.
ლევანი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.
2021 წელს ლევანმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არაერთი პროექტი გაუკეთებია.