ფილმის ჩვენება / ვორკშოპი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ფილმის ჩვენება / ვორკშოპი

ფილმის ჩვენება / ვორკშოპი

ფილმის ჩვენება / ვორკშოპი
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან30
ქართული

განრიგი

19.06.2026
პარასკევი
19:00
30

აღწერა

ფილმის ჩვენება

 

 

მილა 

19 წთ | მხატვრული | ექსპერიმენტული 2020 

სინოფსისი: 

„მილა“ არის მდგომარეობა — ეგზისტენციალური კვლევის, საკუთარი თავის ძიებისა და იდენტობის ჩამოყალიბების. 

 

ცოცხალი შენობები 

16 წთ, დოკ. ექსპერ. 2023 

მოკლე სინოფსისი 

თბილისის მე-20 საუკუნის მოდერნისტული შენობები ნემის თვალწინ 

ცოცხლდებიან და საკუთარ ისტორიებს -არსებობის, გასაჭირისა და ცხოვრების შესახებ უყვებიან. 

 

ქუჩა #0 

5 წთ | დოკ. ექსპერ. | 2014 

ნაწილების ბაზრის ქაოსში არსებული სიმშვიდე. 

 

იყო და არა იყო რა 

5 წთ | მხატვრული ექსპერ. | 2013 

როცა ჩაიდანი ხვდება გაზქურას 

 

ექსპერიმენტული წერის და ვიზუალური აზროვნების ვორქშოფი 

ხანგრძლივობა - 1:30 

ვორქშოფი ეფუძნება წარმოსახვასთან დაკავშირებას — ექსპერიმენტებს, 

ასოციაციებს, მეხსიერებასა და ინტუიციურ პროცესებს. 

(გთხოვთ იქონიოთ ჩანაწერების/ ჩანახატების რვეული და კალამი) 

 

არტ ბიო 

სალომე ვეფხვაძე არის არტისტი, რომელიც მუშაობს სხვადასხვა მედიუმში — კინო, ვიდეოარტი, ფოტოგრაფია, ფერწერა და ციფრული ხელოვნება. მის ინტერესთა სფეროს განსაკუთრებით წარმოადგენს ვიზუალური თხრობა, სიურეალისტური და მითოლოგიური სამყაროები, ასევე ინტროსპექცია. მისი შემოქმედებითი პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია ექსპერიმენტები სხვადასხვა მედიუმში და შერეულ მასალებთან მუშაობა. მას იზიდავს ფორმების, ტექსტურებისა და ტექნოლოგიების ერთმანეთთან დაკავშირება, რათა შექმნას ახალი ვიზუალური და ემოციური გამოცდილებები.

 

ბილეთის ფასი: 30 ლარი

 

ასაკობრივი შეზღუდვა: 16+

ფოტო და ვიდეო

ფილმის ჩვენება / ვორკშოპი

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება