ღონისძიება იწყება Pixar-ის ანიმაციის Soul ჩვენებით — ანიმაცია, რომელიც მოგვითხრობს ცხოვრების მნიშვნელობაზე, ოცნებებისა და ყოველდღიური მომენტების ფასეულობაზე. ჩვენების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ თავისუფალი თემატიკის თიხის ვორქშოფში, რომელიც ანიმაციიდან მიღებული შთაბეჭდილებების საფუძველზე შეიქმნება. სტუმრებს ადგილზე დახვდებათ ღვინო და ტკბილეული, რაც საღამოს კიდევ უფრო თბილ და მეგობრულ ატმოსფეროს შესძენს.
მისამართი; Pottarea (პეკინის 2)
ღონისძიების ხანგრძლივობა: 3საათი 30 წუთი
ბილეთის ფასი: 80 ლარი.
ასაკობრივი შეზღუდვა: 12+.