კინოკლუბი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
კინოკლუბი

კინოკლუბი

კინოკლუბი
1, ი. ჭავჭავაძის გამზ.
ქართული

აღწერა

თსუ-ს სტუდენტური გაერთიანება „სხივი“ წარმოგიდგენთ კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტის მეორე სეზონს - „კინოკლუბი“.

🎞️ გაინტერესებს კინო, როგორც ხელოვნება და კულტურული ფენომენი? მაშინ ეს პროექტი სწორედ შენთვისაა!

📽️ „კინოკლუბი“ აერთიანებს კინოს მოყვარულ სტუდენტებს და მათ სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას - გაეცნონ მსოფლიო და ქართული კინემატოგრაფიის მნიშვნელოვან ნიმუშებს და პროფესიონალი რეჟისორის ხელმძღვანელობით იმსჯელონ ფილმების თემატურ, ესთეტიკურ და ისტორიულ მნიშვნელობაზე.

🎬პროექტის ფარგლებში, ექვსი კვირის განმავლობაში, გაიმართება ექვსი კინოჩვენება, თითოეული ჩვენების შემდეგ კი ჩატარდება ლექცია-დისკუსია.

🎓 ლექცია-დისკუსიებს გაუძღვება რეჟისორი ნინო გელოვანი.

📌 რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა?

🔵 გაიცნობ ქართულ და მსოფლიო კინემატოგრაფიის შედევრებს
🔵 გაიღრმავებ ცოდნას კინოსა და ვიზუალური ხელოვნების შესახებ
🔵 განივითარებ კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას
🔵 ჩაერთვები საუნივერსიტეტო კულტურულ ცხოვრებაში
🔵 გახდები საინტერესო დისკუსიების მონაწილე

🎥 რას ვუყურებთ:

📽️საზღვარგარეთული მხატვრული ფილმები (I სექცია):
🎞️ „მწვანე მილი“ - რეჟ. ფრენკ დარაბონტი
🎞️ „გაქცევა შოუშენკიდან“ - რეჟ. ფრენკ დარაბონტი
📽️ქართული მხატვრული ფილმები (II სექცია):
🎞️ „მონანიება“ - რეჟ. თენგიზ აბულაძე
🎞️ „ფიროსმანი“ - რეჟ. გიორგი შენგელაია
📽️დოკუმენტური ფილმები (III სექცია):
🎞️ „ასი“ - რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
🎞️ „ივანე ჯავახიშვილი“ - რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი

🎬 პროექტი შედგება სამი თემატური სექციისგან:
🔹საზღვარგარეთული მხატვრული ფილმები
🔹ქართული მხატვრული ფილმები
🔹დოკუმენტური ფილმები

👥 პროექტში მონაწილეობა შეუძლია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს, რომელიც სწავლობს ბაკალავრიატის საფეხურზე.

📍 მდებარეობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

📅 მნიშვნელოვანი თარიღები:
🗓️ რეგისტრაციის დაწყება - 9 მარტი
🗓️ რეგისტრაციის დასრულება - 31 მარტი

🎬 კინოჩვენებები გაიმართება კვირაში ერთხელ:

I სექცია
🗓️ 7 აპრილი - „მწვანე მილი“
🗓️ 14 აპრილი - „გაქცევა შოუშენკიდან“

II სექცია
🗓️ 21 აპრილი - „მონანიება“
🗓️ 28 აპრილი - „ფიროსმანი“

III სექცია
🗓️ 5 მაისი - „ასი“
🗓️ 19 მაისი - „ივანე ჯავახიშვილი“

🕖კინოჩვენებები დაიწყება საღამოს საათებში, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ (დაახლოებით 19:00 - 20:00 საათზე). დეტალური ინფორმაცია რეგისტრირებულ მონაწილეებს დამატებით ეცნობებათ.

🔷ერთ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა მხოლოდ ერთ სექციაში მიიღოს მონაწილეობა.

🔷სექციის ყველა, ორ კინოჩვენებასა და ლექცია-დისკუსიაზე დასწრების შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

📧 შეავსე ფორმა და გახდი „კინოკლუბის“ მეორე სეზონის მონაწილე!

სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/jj1UgQ1kwJvNJBy1A 

ფოტო და ვიდეო

კინოკლუბი

ადგილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს [ძვ. სტ. 26 იანვარს], დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში

ამ ადგილის ყველა ღონისძიება