ფილმის ჩვენება და განხილვა: მილიარდერი ჯურღმულში (რეჟ. პენ დამო, 2024)
ამ პარასკევს გეპატიჟებით კინოჩვენებასა და დისკუსიაზე ფსიქოთერაპევტთან ერთად — გავიცნობთ 2024 წლის კომედიურ დრამას მილიარდერი ჯურღმულში, რომელიც აბსურდისა და სატირის გზით გვიჩვენებს მშობლიურ კონტროლს, საზღვრებსა და ნარცისული მშობლობის ფსიქოლოგიას.
მთავარი გმირი — მა ძიე, მილიარდერების შვილი, რომელიც იზრდება სიღარიბეში… მშობლების გადაწყვეტილებით. მათ მისთვის შექმნეს ყალბი რეალობა — მსახიობები, დეკორაციები, სცენარი და მეგობრების იმიტაცია — იმ იმედით, რომ ხელოვნურად შექმნილი გაჭირვება ხელს შეუწყობს მისი უნარების განვითარებას.
ჩვენების შემდეგ ფსიქოთერაპევტთან ერთად ვიმსჯელებთ:
როგორ ვლინდება კონტროლი ოჯახში
სად არის ზღვარი ზრუნვასა და მანიპულაციას შორის
როგორ მოქმედებს ნარცისული მშობლობა ბავშვზე