2008 წლის 18 ივლისს ამერიკაში შედგა ბნელი რაინდის პრემიერა. ამ თარიღის აღსანიშნავად გიწვევთ ჩვენებაზე და განხილვაზე — ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სუპერგმირული ფილმის!
ბეთმენი კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში სერიოზულად ზრდის ფსონს. ლეიტენანტ ჯიმ გორდონისა და პროკურორ ჰარვი დენტის დახმარებით, ის ცდილობს გოთემის ქუჩები გაათავისუფლოს დანაშაულისგან.
სატანდემო ძალისხმევა შედეგიანია, თუმცა მალე ისინი აღმოჩნდებიან ქაოსის ეპიცენტრში — შიშისმომგვრელი კრიმინალური გენიოსის, ჯოკერის, გამოჩენის შემდეგ...