კინოკლუბი Auditoria-ში: ფილმის „Broker“ (ჰიროკაძუ კორეედა, 2022) ჩვენება და განხილვა
ამ კვირას გეპატიჟებით იაპონელი რეჟისორის, ჰიროკაძუ კორეედას ფილმის „Broker“ ჩვენებასა და განხილვაზე. კორეედა თანამედროვე იაპონური კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეჟისორია და კანის კინოფესტივალის არაერთი ჯილდოს მფლობელია.
მისი ფილმები გამოირჩევა სიღრმითა და ადამიანური ემოციების განსაკუთრებული სიზუსტით. ისინი ეხება სიკვდილს, მეხსიერებას, დანაკარგთან შეგუებასა და, განსაკუთრებით, ოჯახის მნიშვნელობასა და ადამიანებს შორის არსებულ რთულ ურთიერთობებს.
ჩვენების შემდეგ ერთად განვიხილავთ ფილმს, ვისაუბრებთ კორეედას კინემატოგრაფიულ ენაზე, სიუჟეტში წამოჭრილ მორალურ საკითხებსა და იმაზე, თუ როგორ წარმოგვიდგენს რეჟისორი ოჯახისა და ადამიანური კავშირების მნიშვნელობას.
გელოდებით ფილმის ჩვენებასა და საინტერესო დისკუსიაზე.