კინოკლუბი Auditori-ში: ანიმეს „შიშველი გენი“ (Barefoot Gen) ჩვენება და განხილვა (რეჟ. მორი მასაკი, 1983) თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
კინოკლუბი Auditori-ში: ანიმეს „შიშველი გენი“ (Barefoot Gen) ჩვენება და განხილვა (რეჟ. მორი მასაკი, 1983)

22, S. Janashia St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან15
რუსული

აღწერა

კინოკლუბი Auditori-ში: ანიმეს „შიშველი გენი“ (Barefoot Gen) ჩვენება და განხილვა

(რეჟ. მორი მასაკი, 1983)

6 აგვისტო ჰიროშიმის ატომური დაბომბვის წლისთავია, ხოლო 9 აგვისტოს ანალოგიური ტრაგედია ნაგასაკის დაატყდა თავს. ამ მოვლენების ხსოვნის პატივსაცემად ვნახავთ ანიმაციის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ანტისაომარ ფილმს — „შიშველი გენი“, რომელიც დაფუძნებულია კეიჯი ნაკაძავას ამავე სახელწოდების ავტობიოგრაფიულ მანგაზე. ავტორმა ბავშვობაში თავად გადაიტანა ჰიროშიმის ატომური აფეთქება.

„შიშველი გენი“ მხოლოდ ისტორიული დოკუმენტი არ არის. ეს არის ღრმა ნამუშევარი, რომელიც გვაფიქრებს ომის ფასზე, ადამიანის გამძლეობასა და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ჰუმანურობის შენარჩუნება ყველაზე მძიმე ტრაგედიების დროს. მიუხედავად მძიმე თემისა, ფილმი სიცოცხლის, იმედისა და წინსვლის სურვილის ისტორიად რჩება.

ჩვენების შემდეგ გაიმართება ერთობლივი განხილვა. ვისაუბრებთ ჰიროშიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვების ისტორიულ კონტექსტზე, იმაზე, თუ რატომ იქცა ანიმაცია ამ ტრაგედიის გადმოსაცემად ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მხატვრულ ფორმად და როგორ გადაიქცა ავტორის პირადი გამოცდილება XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ანტისაომარ ნაწარმოებად.

ფოტო და ვიდეო

კინოკლუბი Auditori-ში: ანიმეს „შიშველი გენი“ (Barefoot Gen) ჩვენება და განხილვა (რეჟ. მორი მასაკი, 1983)

ადგილი

Auditoria
ბარი, ყავა, ივენთები, წიგნის მაღაზია, კოვორკინგი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება