აღწერა
ფიგაროს ქორწინება - ტრილოგიის მესამე ნაწილია. ალბათ გაგიკვირდებათ ლევ ტოლსტოის „კრეიცერის სონატის“ და ფიოდორ დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელის“ შემდეგ რატომაა მესამე ნაწილი კომედია?
როგორც ბომარშე ამბობდა, ჩვენ გართობით უნდა ვასწავლოთ.
კომედიაზე გვეცინება, მაგრამ კომედიაში ნაკლები სათქმელი არაა. კომედიის ჟანრული თავისებურება მძლავრი სოციალური ჟღერადობაა, ეს განსაკუთრებული ჟანრია, ჟანრი სადაც თან ვერთობით, თან თანავუგრძნობთ პერსონაჟებს.
სიცილი ათავისუფლებს მაყურებელს და ამეფებს ჯანსაღ ცხოვრებისეულ საწყისებს.