3 მაისს ღვინის ფესტივალს სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metekhi Palace უმასპინძლებს.
ფესტივალი სტუმრებს დახვეწილ გარემოს და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს ძველი თბილისის ულამაზესი ხედების ფონზე. აქ შეძლებთ გაეცნოთ ქართულ მცირე საოჯახო მარნებს, დააგემოვნოთ და შეიძინოთ თქვენი რჩეული ღვინოები.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ის ღვინოები, რომლებიც დეგუსტაციის ეტაპს წარმატებით გაივლიან.
სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნონ ღვინოსთან შეხამებული ქართული კერძები, დაათვალიერონ და შეიძინონ ქართული ხალხური რეწვის ხელნაკეთი ნიმუშები, გაეცნონ მარცვლეულის უძველეს ქართულ ენდემურ ჯიშებს და მათ ისტორიას.
ღონისძიებას დაესწრებიან HoReCa სექტორის წარმომადგენლები, ღვინის მწერლები, სადისტრიბუციო კომპანიები.
ფესტივალი მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.
ბილეთის ღირებულებაში შედის ბრენდირებული ღვინის ჭიქა