1-ელ მაისს, ფესტივალს სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi უმასპინძლებს.
ფესტივალი სტუმრებს სთავაზობს დახვეწილ გარემოს თბილისის მშვენიერი ხედებით, სადაც შესაძლებელია ქართული მცირე საოჯახო მარნების გაცნობა, მათი რჩეული ღვინოების გასინჯვა და შეძენა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ის ღვინოები, რომლებიც დეგუსტაციის ეტაპს წარმატებით გაივლიან.
აქვე შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ ღვინოსთან შეხამებული კერძები ქართული სამზარეულოდან.
ფესტივალზე ასევე მოწვეულნი არიან HoReCa სექტორის წარმომადგენლები და სადისტრიბუციო კომპანიები.
ღონისძიება ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.
ბილეთის ღირებულებაში შედის ბრენდირებული ღვინის ჭიქა.
ხანგრძლივობა - 11:00 -დან 18:00-მდე
*არასრულწლოვნები დაიშვებიან მშობლებთან ერთად.