ქალის არქეტიპები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ქალის არქეტიპები

ქალის არქეტიპები

ქალის არქეტიპები
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან50
advertising
ქართული

განრიგი

08.11.2025
შაბათი
20:00
50

აღწერა

აზროვნების აკადემიაში რეზო კორინთელის სალონური საუბრების ციკლის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა თემაზე: „ქალის არქეტიპები".


 სალონური საუბარი „ქალის არქეტიპები“ დაეთმობა იმ შინაგან სახეებსა და სიმბოლოებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ფორმირებდნენ ქალის ფსიქოლოგიასა და სოციალურ როლებს. არქეტიპები გვაჩვენებენ, როგორ აისახება განსხვავებული ენერგიები ქცევაში, გადაწყვეტილებებსა და ურთიერთობებში; როგორც ცნობიერ, ისე არაცნობიერ დონეზე.


 შეხვედრაზე განხილული იქნება არქეტიპები: დედა, მუზა, მეომარი, ბრძენი და სხვა - მათი მნიშვნელობა თანამედროვე ქალის თვითიდენტიფიკაციასა და შინაგან წონასწორობაში. მსმენელები შეძლებენ ქალთა შინაგანი სტრუქტურების გაცნობას და იმის გაგებას, როგორ შეიძლება სხვადასხვა არქეტიპის ინტეგრირება პიროვნულ განვითარებასა და ურთიერთობებში.


 დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც


 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
 

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

ფოტო და ვიდეო

ქალის არქეტიპები

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება