თექის ვორქშოფი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
თექის ვორქშოფი

თექის ვორქშოფი

თექის ვორქშოფი
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან55
ქართული

აღწერა

თექის ვორქშოფი

თექის ვორქშოფი არის უნიკალური შესაძლებლობა, გაეცნოთ ტრადიციულ ხელსაქმეს და საკუთარი ხელით შექმნათ ორიგინალური ნამუშევრები.

 

ვორქშოფის შინაარსი:

ვორქშოფის განმავლობაში მონაწილეები ისწავლიან თექის დამზადების ტექნიკას — ბოჭკოების დამუშავებას, ფორმირებასა და დეკორირებას.პროცესი არა მხოლოდ შემოქმედებითია, არამედ დამამშვიდებელიც, რაც საშუალებას გაძლევთ დრო სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გაატაროთ.

 

რა დახვდებათ ბავშვებს:

 თბილი და შთამაგონებელი გარემო;

 ყველა მასალა, რაც აუცილებელია ვორქშოფისთვის

 ვორქშოფის ხელმძღვანელელის, მარიკა მაისურაძის მხარდაჭერა მთელი პროცესის განმავლობაში;

 

რატომ უნდა მოიყვანოთ პატარები ამ შეხვედრაზე::

 რადგან ეს არის ჯადოსნური გამოცდილება

 ავითარებს მოტორიკას და შემოქმედებით აზროვნებას;

 ავითარებს ფანტაზიისა და ინდივიდუალური სტილის გამოხატვას

 აძლიერებს თვითრწმენას — “მე შევქმენი ეს” განცდა ბავშვებისთვის განსაკუთრებულად ძლიერია;

 

ზრდასრულებისთვის ერთგვარი თერაპიაა, რომელიც ანიჭებს სიმშვიდეს და განტვირთვას

 

ასაკობრივი შეზღუდვა: 8+

ფოტო და ვიდეო

თექის ვორქშოფი

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება