ფედრა ცეცხლის ალში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ფედრა ცეცხლის ალში

ფედრა ცეცხლის ალში

ფედრა ცეცხლის ალში
10 Gia Abesadze Street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან15
advertising
ქართული

აღწერა

ფედრა, ათენის მეფის თეზევსის ცოლი, დაიღალა. დაიღალა წლების განმავლობაში საკუთარი სურვილების შენიღბვით, ხალხის სიყვარულით განებივრებული დედოფლის როლის თამაშით და შორეულ წარსულში მინოტავრის დამმარცხებელი გმირი მეუღლის ჩრდილში ყოფნით. თითქოს ადგილს ვეღარ პოულობს. მხოლოდ ქმრის დანამატ სამკაულად გრძნობს თავს. სასახლის მტკიცე გალავნითაა გარშემორტყმული და ჩიხში ექცევა. სამეფოში ახალი სარძლოს, მომხიბვლელი პერსეას გამოჩენით კი ყველაფერი თავდაყირა დგება. ფედრა თითქოს ლაბირინთში ეხვევა და ხანგრძლივი ძილის შემდეგ ფხიზლდება, უფრო და უფრო თამამდება, ახსენდება ის, რაც უკვე დიდი ხანია დაავიწყდა: საკუთარი თავი. ძალაუფლებისთვის ბრძოლით შეპყრობილი, რელიგიური და სახელმწიფო მმართველების ხელში ფედრას ბედნიერების ძიება მომაკვდინებელ იარაღად იქცევა. ბერძნული მითის თანამედროვე ინტერპრეტაციით, მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილი ადამიანის თავისუფლების და საზოგადოებრივი ნორმების ურთიერთკავშირების, პოლიტიკურ-რელიგიური ინტრიგების შესახებ მოგვითხრობს.

 

ფოტო და ვიდეო

ფედრა ცეცხლის ალში

ადგილი

სამეფო უბნის თეატრი
სამეფო უბნის თეატრი — თეატრი თბილისში, რომელიც მდებარეობს გია აბესაძის 10-ში, სოლოლაკში. შენობა, რომელშიც თეატრია განთავსებული, აგებულია 1875 წელს, როგორც სინაგოგა. ამ თეატრში მუშაობდნენ და აგრძელებენ მუშაობას ქართველი თეატრის ისეთი ოსტატები, როგორებიც არიან თემურ ჩხეიძე, რობერტ სტურუა, გოგა თავაძე, დათო საყვარელიძე, ცოტნე ნაკაშიძე, მაკა მახარაძე, მხატვრები: მურაზ მურვანიძე, გუგა კოტეტიშვილი, ანკა კალატოზისვილი. მსახიობები: იზა გიგოშვილი, მედეა ჩახავა, თამარ სხირტლაძე, მარლენ ეგუტია, ნატა მურვანიძე, ნინო ბურდული, ნიკა თავაძე, ზაალ ჩიქობავა, ლევან ყოციაშვილი, ეკა ჩხეიძე, გიორგი ნაკაშიძე, ლეო ანთაძე, მალხაზ აბულაძე და სხვ. 2004 წელს თეატრში დაარსდა შემოქმედებითი სახელოსნო ბატონ თემურ ჩხეიძის ხელმძღვანელობით. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (2003 წლიდან) არის საქართველოს სახალხო არტისტი მერაბ თავაძე.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება