26 აპრილს, პირველად საქართველოს ეწვევა მსოფლიოში აღიარებული ფრანგი ელექტრონული მუსიკის შემსრულებელი “Feder”.
ფრანგმა დიჯეიმ და პროდიუსერმა მუსიკალური სამყარო თავისი ჰიტებით “Goodbye feat” და "Lordly" დაიპყრო, რომლებიც არაერთხელ მოხვდა მსოფლიოს მუსიკალური ჩარტების სათავეში.