ფაუსტი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ფაუსტი

ფაუსტი

ფაუსტი
182, D. Agmasheneblis Ave., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან50 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

31.10.2026
შაბათი
20:00
50 ₾
03.11.2026
სამშაბათი
20:00
50 ₾

აღწერა

ეშმაკის მუდმივი მცდელიბა გამოსცადოს ადამიანი. სპექტაკლში გამოყენებულია ბუტოს თეატრის, მიმოდრამის და საჰაერო ელემენტები. 
 

სპექტაკლის ხანგრძლივობა 50-60წუთი.
 

რეჟისორი: კახა ბაკურაძე

ქორეოგრაფი: ლაშა რობაქიძე

კომპოზიტორი: სანდრო ნიკოლაძე

პროექტის ორგანიზატორი: იოსებ ბაკურაძე

ანიმაციის ავტორი: ანა გოგიშვილი.


მონაწილეობენ: ლაშა რობაქიძე, გიორგი ჯიქურიძე, ანა თალაკვაძე, ელენე წიკლაური, ანა ჭიღლაძე, ანა ზასლავსკა, ლალიკო პატარიძე


ტექნიკური რეჟისორი: ნათია შაორშაძე

განათება: ეკატერინე ჯაფარიძე

პროდიუსერები: თენგიზ ხუხია, ანა გოგიშვილი, ნათია შაორშაძე

 

ასაკი 14+

ფოტო და ვიდეო

ფაუსტი

ადგილი

მოძრაობის თეატრი
«მოძრაობის თეატრის» ისტორია მისი დამფუძნებლის კახა ბაკურაძის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. საქართველოში თეატრის გახსნამდე, კახა ბაკურაძე დასავლეთ ევროპაში მოღვაწეობდა და მრავალწლიანი პრაქტიკის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში 2000 წელს დაბრუნდა. თეატრალურ ინსტიტუტში, პანტომიმის გაკვეთილებს უტარებდა მომავალ მსახიობებს. 2001 წელს თეატრალურის სტუდენტებთან ერთად დადგა პირველი სპექტაკლი «რიჩარდ მესამე», რომელიც იმავე წელს შეფასებული იქნა როგორც წლის საუკეთესო ექსპერიმენტი. სტუდენტებისგან შეკრულმა დასმა სწორედ აქ დაანახა კახა ბაკურაძეს საკუთარი თეატრის ჩამოყალიებების შესაძლებლობა და დაიწყო მოგზაურობა, მოძრაობის სამყაროში. პირველი საჯარო გამოსვლები კახა ბაკურაძის დასმა, ყოველგავრი ანონსებისა და ანაზღაურების გარეშე ქუჩებში დაიწყო. მოძრაობის თეატრი მუდმივ მოძრაობაში იყო და შესაძლებლობის ფარგლებში იცვლიდა სარეპეტიციო ფართებს, საკუთარი თეატრის მშენებლობის დასრულებმადე (2013 წ.), რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელმა და დასმა, საკუთარი ხელით ააგეს. მას შემდეგ ამ შენობაში ერთი დღითაც არ შეწყვეტილა შემოქმედებითი საქმიანობა, რომელიც მხოლოდ თეატრალურ სპექტაკლებს არ გუსლიხმობს. კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში უამრავი შემოქმედებითი საღამო იმართენა და მათი სელექცია მხოლოდ ერთი ნიშნით ხდება - შემოქმედება უნდა იყოს საავტორო.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება