„დედა, მამა, და-ძმა“ — სწორედ ასე შეიძლებოდა ამ სათაურის თარგმნა. სამი ნოველა, რომელშიც ახლო ნათესავები ერთმანეთს ესაუბრებიან და ამავე დროს გამომხატველად დუმან. დაახლოებით ესაა — არაფერზე საუბარი და მნიშვნელოვანზე დუმილი — რისგანაც შედგება ჯარმუშის კინოპოეზია.
„ეს არ არის ფილმი თაობათა შორის განხეთქილებაზე ან, ღმერთმა ნუ ქნას, კონფლიქტზე. „მამა, დედა, ძმა, და“ — ეს არის ჩუმი ფიქრი ოჯახზე, როგორც ერთადერთ ეფექტურ წამალზე მარტოობის წინააღმდეგ. ეს წამალი შეიძლება იყოს მწარე, ვადაგასული, ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მაინც მუშაობს. თუმცა, შესაძლოა, ეს მხოლოდ პლაცებოა, ფანტაზია. როგორც ფილმი გვიყვება, ჩრდილოეთ ამერიკის ადგილობრივი ტომები საუკეთესო წამლად ყველა სენის წინააღმდეგ უბრალოდ სუფთა წყალს მიიჩნევენ“ (ანტონ დოლინი)
🏆 ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომის“ მფლობელი