მენიუ
📽 12.01-დან 17.01-მდე Cinemaholics Tbilisi-ში "ფართოდ დახუჭული თვალები", (რეჟ. სტენლი კუბრიკი, 1999)
,,ფართოდ დახუჭული თვალები“- ფილმი, რომელსაც სტენლი კუბრიკი მის მიერ ,,კინოში შეტანილ უდიდეს წვლილად“ თვლიდა. ეროტიკული ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც დღემდე შთაბეჭდილების ქვეშ აქცევს საზოგადოებას. ,,ფართოდ დახუჭული თვალები“ სტენლი კუბრიკის უკანასკნელი ფილმია, რეჟისორი მისი დასრულებიდან 6 დღეში გარდაიცვალა. შექმნის ისტორიის მსგავსად, ამ კინოკლასიკის შინაარსიც მისტიკურია - ამოუხსნელი მოგზაურობა ადამიანების გონების უბნელეს კუნჭულებში.
თუ გსურთ საახალწლო განწყობა ცოტაოდენ აღელვებას შეუზავოთ, ეს ფილმი ამისთვის იდეალური შემთხვევაა.