ფარინელი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ფარინელი

ფარინელი

ფარინელი
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან15
advertising
ინგლისური, რუსული

აღწერა

ფილმი ბაროკოს ეპოქაზე — დროის შესახებ, როდესაც ყვაოდა საოცარი მუსიკა, მდიდრული თეატრები და სცენებს ამშვენებდნენ კასტრატი მომღერლები.

ბიჭი ფარინელი უნიკალური ხმის ბედნიერი მფლობელია. ეს ნიშნავს, რომ ის იქნება მდიდარი, მოთხოვნადი და… საკუთარ თანხმობის გარეშე დაკასტრირებული. ფარინელი ვეღარასოდეს შეძლებს შვილების ყოლას, თუმცა სურვილისა და სიყვარულის უნარი მას რჩება. მალე, კონტრაცეფციის არყოფნაში, მდიდარი ქალბატონები „ექსოტიკურ“ ახალგაზრდა საყვარელს სექსუალური სათამაშოს მსგავსად იყენებენ. ასე გრძელდება მანამ, სანამ ფარინელი ვერ აცნობიერებს, რომ ყველაზე მეტად სწორედ ის სურს, რისი შესაძლებლობაც მას წართმეული აქვს — ჰქონდეს ოჯახი და შვილები თავისი საყვარელი ქალისგან.

იმ დროს ახალგაზრდა მომღერლების დაკასტრება ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო: კომპოზიტორები ოპერის პარტიებს სპეციალურად კასტრატებისთვის წერდნენ. ოპერაცია მათ საშუალებას აძლევდა აეცილებინათ პუბერტატი და, შესაბამისად, ხმის გატეხვა. ლეგენდის მიხედვით, „ღვთაებრივ“ კასტრატთა სიმღერას ვერაფერი შეედრებოდა: ისინი ერთდროულად ფლობდნენ როგორც მამაკაცის, ისე ქალის ხმის შესაძლებლობებს.

ფილმს მიღებული აქვს „ოქროს გლობუსი“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში.

ფოტო და ვიდეო

ფარინელი

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება