დრო სუბიექტურია და ის შენს მიერ განცდილი ინტენსივობის მიხედვით, სწრაფად ან ნელა გადის.
ბავშობაში ყველაფერი პირველად ხდება. ყოველი დღე სიახლეს გვპირდება. შთაბეჭდილებები ღრმა და მრავალფეროვანია, ამიტომ გვეჩვენება, რომ დრო ნელა გადის.
შემდეგ ვიზრდებით, ყველაფერი მეორდება, ემოციები იკლებს, თავგადასავლები - იშვიათდება. და რაც ნაკლებად ვგრძნობთ “ახალს”, დრო უფრო მეტად ჩქარდება.
ბოლოს როდის იგრძენი რაღაც ნამდვილად ახალი?
29–30 აგვისტოს, ბოგვის ულამაზეს ბუნებაში განსხვავებული მუსიკალური გამოცდილება გელოდება, დრო კი შენთვის ფერებით, ხმებით, ემოციებითა და სინათლით სავსე უსასრულობად გადაიქცევა.
12+ არტისტი, 36 საათიანი ნონსტოპი, ცოცხალი სეტების განსაკუთრებული სელექცია და სივრცე, რომელიც წარსულსა და მომავალს შორის გამოგზაურებს - Fantasy Festival 2025 იწყება!
მზად ხარ?
LINEUP (SO FAR)
E.LINA • S.A.M. • SEPP B2B NU ZAU
DEEPTRAVELLER • MIND GROOVE • MIND WAVES • NICOLAS • NEARSONIC • SAL0M3 • SȼHAKE F
წვდომა ფესტივალის განსაკუთრებულ სივრცეზე:
მესამე პირებისგან შეძენილ ბილეთებზე FANTASY FESTIVAL-ის ორგანიზატორთა გუნდი არ იღებს პასუხისმგებლობას.
AGE CONTROL
ფესტივალის შესასვლელში ასაკის კონტროლი(18+) მკაცრად განხორციელდება, ამიტომ გთხოვ, თან იქონიო მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ID ბარათი, პასპორტი ან მართვის მოწმობა.
შეგიძლია წინასწარ გადაამოწმო შენი მონაცემები ცესკოს ოფიციალურ ვებსაიტზე: https://voters.cec.gov.ge
ტრანსპორტირება
ფესტივალის ლოკაციამდე მისვლა შესაძლებელი იქნება სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით, რომელიც იმოძრავებს თბილისიდან. ტრანსპორტის განრიგისა და მარშრუტის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ფესტივალის ოფიციალურ სოციალურ არხებზე უახლოეს მომავალში.