ფანტასტიკური მისტერ ფოქსი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ფანტასტიკური მისტერ ფოქსი

ფანტასტიკური მისტერ ფოქსი

ფანტასტიკური მისტერ ფოქსი
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
advertising
ინგლისური, რუსული

აღწერა

არისტოკრატული, მომხიბვლელი და ფანტასტიკური მისტერ ფოქსი დაუფარავად იყენებს თავის ეშმაკურ ხრიკებსა და მოხერხებულობას, რათა გააცუროს მძიმე გონების ფერმერები, რომლებსაც უკვე მობეზრდათ ქათმების გაზიარება წითელ მტაცებლებთან.

უეს ანდერსონის თოჯინური ანიმაციური ფილმი, გადაღებული როალდ დალის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით. ეს ანდერსონის პირველი ანიმაციური ფილმია. იგი მე-15 ადგილს იკავებს ყველაზე მაღალშემოსავლიანი თოჯინური ანიმაციების სიაში.

მთავარ პერსონაჟებს ახმოვანებენ ჯორჯ კლუნი, მერილ სტრიპი, ჯეისონ შვარცმანი, ბილ მიურეი და უილემ დეფო. ხმების ჩაწერა რეჟისორმა სტუდიაში კი არა, ბუნებრივ გარემოში გადაწყვიტა: „ვიცვლიდით ლოკაციებს — მივდიოდით ტყეში, ავდიოდით სხვენში, შევდიოდით თავლაში. ზოგიერთი ჩანაწერისთვის მიწისქვეშაც ჩავდიოდით. გახმოვანებაზე მუშაობა ძალიან სპონტანურად მიმდინარეობდა.“ ანდერსონმა სცენოგრაფებს უთხრა, რომ უნდა გამოეყენებინათ ნამდვილი ხეები და ქვიშა, ოღონდ მინიატურაში. ფილმში შერეულია ანიმაციის რამდენიმე ტიპი, თუმცა საფუძვლად თოჯინური ანიმაცია რჩება.

ფოტო და ვიდეო

ფანტასტიკური მისტერ ფოქსი

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება