კეთილშობილი, მომხიბვლელი და ფანტასტიკური მისტერ ფოქსი დაუფარავად იყენებს თავის ეშმაკურ ხრიკებსა და მოხერხებულობას, რათა აჯობოს გაუთვითცნობიერებელ ფერმერებს, რომელთაც მობეზრდათ თავიანთი ქათმების გაზიარება წითელ ბოროტებთან.
ეს არის Fantastic Mr. Fox — Wes Anderson-ის თოჯინური ანიმაცია, გადაღებული Roald Dahl-ის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით. ეს ანდერსონის პირველი ანიმაციური ფილმია და ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი თოჯინური ანიმაციების სიაში 15-ე ადგილს იკავებს.
მთავარ პერსონაჟებს ახმოვანებენ George Clooney, Meryl Streep, Jason Schwartzman, Bill Murray და Willem Dafoe. ხმების ჩაწერა რეჟისორმა არატრადიციულად გადაწყვიტა — არა სტუდიაში, არამედ ბუნებრივ გარემოში: „ვმოგზაურობდით ტყეში, ავდიოდით სხვენზე, მივდიოდით ბოსელში. ზოგი ჩანაწერისთვის მიწისქვეშეთშიც კი ჩავდიოდით. გახმოვანება ძალიან სპონტანურად მიმდინარეობდა“. დადგმის დიზაინერებს ანდერსონმა დაავალა, რომ გამოეყენებინათ ნამდვილი ხეები და ქვიშა, თუმცა მინიატიურაში. ანიმაციაში შერწყმულია რამდენიმე ტექნიკა, თუმცა საფუძვლად თოჯინური ანიმაცია რჩება.