ფანი და ალექსანდრი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ფანი და ალექსანდრი

ფანი და ალექსანდრი

ფანი და ალექსანდრი
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან15
advertising
ინგლისური, რუსული

აღწერა

ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და უდავოდ ყველაზე მასშტაბური ფილმი ინგმარ ბერგმანის, რომელსაც თავად ავტორი თავის შემოქმედებით ანდერძად მიიჩნევდა.

„ერთ სრულიად ჩვეულებრივ შვედურ ოჯახში…“ — ექდალების ოჯახის ისტორია, დანახული ორი ბავშვის, და-ძმის — ფანისა და ალექსანდრეს თვალით. სანამ ოჯახი ერთიანია და განუყოფელი, ბავშვები ბედნიერები არიან და შიშის გარეშე ეძლევიან ჯადოსნურ ოცნებებს. მაგრამ ეს ყველაფერი მთავრდება მაშინ, როცა მამა გარდაიცვლება და დედა მეორედ თხოვდება.

„აქ ბერგმანი უშიშრად და უკომპრომისოდ, თუმც კი გრანდიოზული საშობაო მოთხრობის ფორმით, ანგარიშს უსწორებს საკუთარ მამას (ისიც მღვდელი იყო) — და მამას, ანუ ღმერთს, რომლისაც ხან სჯეროდა და ხან — არა. ამასთანავე ხსნის, რა როლი ითამაშა მის პირად ბედისწერაში თეატრმა და კინემატოგრაფმა — იმ ჯადოსნურმა ფარნამ ბავშვობიდან, რომელმაც მისი ცნობილი ავტობიოგრაფიული წიგნის „ლატერნა მაგიკა“ სახელწოდება შთააგონა“
(ა. დოლინი)

ფილმის თავდაპირველი (სატელევიზიო) ვერსია ზუსტად 6 საათს გრძელდება — სწორედ ის ვერსია, რომელსაც ბერგმანი დიდი ხნის განმავლობაში და მტკივნეულად ამოკლებდა კინოგაქირავებისთვის (და მაინც სამ საათზე ოდნავ მეტი გამოვიდა). გვაპატიე, ბერგმან, მაგრამ ჩვენ მაინც „მოკლე“, კინოთეატრალურ ვერსიას ვუყურებთ.

ოთხი „ოსკარი“, BAFTA-ს პრემიები, „სეზარი“, „დავიდ დი დონატელო“, „ოქროს გლობუსი“ და მრავალი სხვა ჯილდო.

ფოტო და ვიდეო

ფანი და ალექსანდრი

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება