„ერთ ჩვეულებრივ შვედურ ოჯახში…“ — ეკდალების ოჯახის ისტორია, როგორც ის ორი ბავშვის — და-ძმის, ფანი და ალექსანდრის — თვალით იშლება. სანამ ოჯახი ერთიანია და განუყრელი, ბავშვები ბედნიერები არიან და უშიშრად ეძლევიან ფანტაზიებსა და საოცარ ოცნებებს. მაგრამ ეს ყველაფერი მთავრდება მას შემდეგ, რაც მამა გარდაიცვლება და დედა მეორედ ქორწინდება.
ეს არის ინგმარ ბერგმანის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და უდავოდ ყველაზე მასშტაბური ფილმი, რომელსაც თავად რეჟისორი საკუთარ კინემატოგრაფიულ ანდერძად თვლიდა. ჩვენ არაერთხელ გიჩვენეთ მისი კინოვერსია დიდ ეკრანზე, და ახლა დადგა დრო, რომ ერთად ვნახოთ ამ შედევრის სრული — ე.წ. „ტელევიზიური“ ვერსია, რომელიც 5 საათზე ოდნავ მეტ ხანს გრძელდება. ვინც ჩვენს გვერდით იქნება — ნამდვილ გმირად ჩაითვლება!
ფილმმა მოიპოვა ოთხი „ოსკარი“, ასევე BAFTA, სეზარი, დავიდ დი დონატელო, ოქროს გლობუსიდა სხვა მნიშვნელოვანი ჯილდოები.