,,სცენიდან წარმოდგენილი ამბავი „ო - ჯახი,“ მოგვითხრობს იმ ადამიანების შესახებ, სადაც ყოველდღიური ცხოვრება ერთფეროვანია, არსებობს დაწესებული ჩარჩოები და დოგმები. სწორედ ამ ყოფაში იბადება გოგონა, რომელსაც მათ ცხოვრებაში შემოაქვს ფერი და არღვევს მიუღებლობის ყველანაირ ზღვარს. ფილოსოფიური მასშტაბით განზოგადოებული ამბავი გვაფიქრებს მნიშვნელოვან თემებზე და ამავდროულად გვთავაზობს სანახაობრივად დატვირთულ წარმოდგენას. სპექტაკლის მხატვრობა გვამოგზაურებს იქ, სადაც იშლება ზღვარი რეალობასა და ირეალურს შორის და გვიქმნის შთაბეჭდილებას „მხატვრის თეატრის“ ელემენტების. მოვლენათა რიგის ცვალებადობა ქმნის სპექტაკლის დინამიკას. მსახიობების პლასტიკა, გამომსახველობითი ოსტატობა, თამაშის ხერხი, ორიგინალური მუსიკა და რეჟისორის კონცეფციის ერთობლიობა გვთავაზობს დაუვიწყარ სანახაობას.”
სარეკომენდაციო ასაკი: 10+
2016 წლის 14 იანვრიდან ბათუმის თოჯინებისა და მოზარდთა თეატრის შემოქმედებითი პროცესი განახლებულ შენობაში გრძელდება. ისტორიულ შენობას თავისი ერთსართულიანი და საზაფხულო ფართით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.