როდესაც ცხოვრება უმართავი სისწრაფით მიგვაქანებს, ხშირად გვავიწყდება ის, რაც ყველაზე ძვირფასია. ყოველდღიურობის ქაოსში ურთიერთობები უკანა პლანზე ინაცვლებს, დრო კი თითქოს ჩვენს წინააღმდეგ დგას. წინ მივრბივართ და ამ სირბილში ვეღარც კი ვამჩნევთ, რამდენად ლამაზია სამყარო ჩვენს გარშემო, რამდენი მცირე დეტალია, რომლითაც შეგვიძლია ბედნიერება შევიგრძნოთ.
ეს სპექტაკლი გვიამბობს ექვსი ადამიანის ისტორიას, რომლებიც ბედისწერის წყალობით “ბენზინგასამართ სადგურზე” აღმოჩნდებიან და იძულებულნი არიან ყოველდღიური გიჟური რიტმის ფონზე სულ რამდენიმე საათით შეისვენონ. ამ ხანმოკლე პაუზაში მათ ეძლევათ შანსი, თავიდან დაინახონ ერთმანეთი, სამყაროს სილამაზე და საკუთარი ღირებულებები – იპოვონ ის, რაც ყოველდღიურობის ქაოსში დაკარგული ჰქონდათ.