როდესაც საქმე საფეხბურთო ტრანსფერს ეხება, ყველას ფაბრიციო რომანო გვახსენდება, როგორც ყველაზე სანდო და გავლენიანი ინსაიდერი.
Here we go! მისი საფირმო ტერმინია, რომელიც ფეხბურთის განუყოფელი ნაწილი და სატრანსფერო პერიოდის მთავარი სამარკო ნიშანი გახდა.
ფაბრიციო რომანოს ინსაიდერულ ინფორამციებს დღის განმავლობაში მილიონობით ადამიანი ეცნობა. იტალიელი ჟურნალისტი ყურადღების ცენტრში ყველაზე მეტად ზაფხულისა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ექცევა.
32 წლის ინსაიდერი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სტუმარია საფეხბურთო ღონისძიებებზე, სამიტებზე, ფორუმებზე და იქ, სადაც ფეხბურთის შიდა სამზარეულოს განხილვა უყვართ.
19 სექტემბერს, Sports Orient-ის ორგანიზებით, ჩვენ რეგიონს ფაბრიციო რომანო პირველად ეწვევა. საქართველოში ვიზიტისას, ისაუბრებს არაერთ გახმაურებულ ტრანსფერზე და ქართველი ფეხბურთელების ბოლოდროინდელ წარმატებაზე.
როგორია ინფორამციის მოპოვების მისეული ტექნიკა, ურთიერთობის დამყარება საფეხბურთო კლუბებთან, მენეჯერებთან, აგენტებთან და ფეხბურთელებთან, უბრალო ფანის გზა მსოფლიოს ყვეალზე გავლენიან საფეხბურთო ჟურნალისტობამდე, ამ ყველაფერზე ფაბრიციო რომანო, ქართველი აუდიტორიის წინაშე პირველად ისაუბრებს.
ასაკობრივი შეზღუდვა: 15+