გამოფენა „აი, რა მზის სიზმარია“ თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Top Sale
გამოფენა „აი, რა მზის სიზმარია“

გამოფენა „აი, რა მზის სიზმარია“

გამოფენა „აი, რა მზის სიზმარია“
8, გ. ჭანტურიის ქ.
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

თარიღის არჩევა
07.04.2026
სამშაბათი
11:00
08.04.2026
ოთხშაბათი
11:00
09.04.2026
ხუთშაბათი
11:00
10.04.2026
პარასკევი
11:00
11.04.2026
შაბათი
11:00
12.04.2026
კვირა
11:00
13.04.2026
ორშაბათი
11:00

აღწერა

გიგი კეშელავას და ნელი კანდელაკის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა „აი, რა მზის სიზმარია“

 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმსა და მხატვართა საოჯახო არქივში დაცული მწერალთა პორტრეტები, პეიზაჟები, ნატიურმორტები, ბიუსტები და ფოტოები. ამ ნამუშევართაგან მხოლოდ მცირე ნაწილი იყო გამოფენილი სხვადასხვა დროს, უმრავლესობას კი, პირველად იხილავს დამთვალიერებელი.

გამოფენის მოწყობა დაგეგმილი იყო ლიტერატურის მუზეუმში, მაგრამ მუზეუმის შენობის რეაბილიტაციის გამო ვერ მოხერხდა. გადაწყდა, რომ გამართულიყო
მწერალთა სახლში მხატვრების კავშირის გამო კულტურის ამ ცენტრთან. 1958 წელს მწერალთა კავშირის გამგეობამ ახალგაზრდა ხელოვანებს – გიგი კეშელავასა და მის მეუღლეს, ნელი კანდელაკს ოთახი დაუთმო ნატურიდან გალაკტიონის პორტრეტების დასახატად. ეს პორტრეტები პირველად ამავე შენობიდან პოეტის გასვენების დროს გამოიფინა.

ნელი (ელეონორა) კანდელაკმა (1929–2004) და გიგი (გიორგი) კეშელავამ (1932–1993) დიდი წვლილი შეიტანეს ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების საქმეში.

ნელი კანდელაკმა, დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია ფერწერის განხრით. მას შემდეგ სისტემატურად ეწეოდა შემოქმედებით მუშაობას და პედაგოგიურ საქმიანობას, იყო თბილისის სამხატვრო აკადემიასთან არსებული მოსამზადებელი კურსების დირექტორი. მის მიერ ოსტატურად შესრულებული ნამუშევრები მუდმივად ამშვენებდა ექსპოზიციებს. მინიჭებული აქვს
საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება.

გიგი კეშელავას მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა გარემო, რომელშიც მისმა ბავშვობამ განვლო. გიგი კეშელავას ოჯახი მწერალთა სასახლის ერთ-ერთ
ოთახში ცხოვრობდა. მამა – მწერალი და საზოგადო მოღვაწე პლატონ კეშელავა ამ სასახლის წესთგამრიგე იყო. გიგის ყველაზე მეტად თამარ აბაკელიას ხატვის
კლასში უყვარდა სტუმრობა. შემდგომ, სამხატვრო აკადემიაში ვასილი შუხაევისა და უჩა ჯაფარიძის საუკეთოსო მოწაფე გახდა. აკადემიის დასრულებისთანავე, პედაგოგად მუშაობდა ხატვის კათედრაზე, შექმნა მწერალთა პორტრეტების
სერია, მათ შორის, ილია ჭავჭავაძის, გალაკტიონ ტაბიძის, ლევან გოთუას, კონსტანტინე გამსახურდიას.

მხატვრების ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ, ხელოვნებისა და ლიტერატურის მუზეუმებში; საგურამოსა და ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახლ-
მუზეუმებში, ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში; ბათუმში, ქუთაისში, მცხეთისა და ამბროლაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში; საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, კუბის, რუსეთის, სომხეთისა და სხვა კერძო კოლექციებში.

გამოფენის გახსნა – მწერალთა სახლში 30 მარტს, 17:00 საათზე.
გაგრძელდება 14 აპრილამდე.

ფოტო და ვიდეო

გამოფენა „აი, რა მზის სიზმარია“

ადგილი