იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და Alinari Photography Fund-ის ინიციატივით და იტალიის საელჩოსა და ფოტოფესტივალ „Kolga Tbilisi Photo“-ს პარტნიორობით, თბილისში გაიმართება გამოფენა, რომელიც აერთიანებს იტალიის ფოტოგრაფიის 160-წლიან ისტორიას.
გამოფენაზე წარმოდგენილია 75 ფოტოგრაფის 160-ზე მეტი ნამუშევარი თემატურ სექციებში:
ლანდშაფტები, შრომა, პორტრეტები.
კურატორები: რიტა სკარტონი და ლუკა კრისჩენტი.
მონაწილე ფოტოგრაფები: ვიტორიო სელა, ჯანი ბერენგო გარდინი, ფრანკო ფონტანა, ალექს მაჯოლი, პაოლო პელეგრინი და სხვა.