"კალიოპეს გაზაფხული" კუბში 4 აპრილს, 17:00 საათზე გაიხსნება და 24 საათი გასტანს.
ექსპოზიცია არის მცდელობა თანამედროვეობაში ქალის მრავალი სახის ჩვენება ყოველდღიურობისა და ხელოვნებაში: ავტორი, მოქმედი გმირი, ისტორიის შემქმნელი, ღვთაება...
სივრცე მოგვცემს საშუალებას დავფიქრდეთ, შევიგრძნოთ და დავინახოთ, რამდენი ფერი, ხმა და ძალა შეიძლება იყოს ერთ სიტყვაში...
ავტორი: ნოდარ ვარდანაშვილი
დასწრება თავისუფალია!
მზიურის პარკში მდებარე “კუბი კონტექსტში” საბჭოთა საბაგირო შენობის რეკონსტრუქციის შედეგად შექმნილი სოციალური საწარმოა, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ხელოვნების გალერეას, მედიათეკას, არაფორმალური განათლების პლატფორმას, ყავის წერტილს და საჩუქრების მაღაზიას, საერთო სამუშაო ადგილთან ერთად.
ჩვენი სოციალური საწარმო მხოლოდ თვითდაფინანსებით მუშაობს. შემოსავლის თითოეული თეთრი კი საზოგადოებრივ-კულტურულ პროექტებს, ქველმოქმედებას და სივრცის შემოქმედებითად განვითარებას ხმარდება.
ფეხით ჭავჭავაძიდან ჩამოხვალთ, სკეიტპარკამდე.
მანქანით პარკამდე მოხვალთ ორი გზით:
ნინო რამიშვილის 31 (პოლიციასთან)
ჭაბუა ამირეჯიბის 6 (რაგბის ფედერაციასთან).
კუბში შევხვდებით!