გიწვევთ მეწარმე ქალების პროდუქციის მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვაზე!
შემოგვიერთდით 13-14 სექტემბერს, ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში, სადაც დაგხვდებათ 200 მეწარმე ქალის მრავალფეროვანი და უნიკალური პროდუქცია, მათ შორის:
ადგილობრივი, ნატურალური და უგემრიელესი საკვები პროდუქტები
ღვინო და სხვა სასმელები
აქსესუარები და საჩუქრები
დეკორი და ავეჯი
თავის მოვლის საშუალებები
ხელნაკეთი საბავშვო სათამაშოები
და სხვა მრავალი უნიკალური და საინტერესო პროდუქტი.
საბავშვო სივრცეში პატარა სტუმრებს დახვდებათ სენსორული თამაშები და სხვა გასართობი აქტივობები.
პავილიონის ტერიტორიაზე არსებულ კვების სივრცეში მთელი დღის განმავლობაში შეძლებთ უგემრიელესი კერძების დაგემოვნებას გლინტვეინთან და სხვა სასმელებთან ერთად. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს დიჯეი.
გაითვალისწინეთ, რომ გამოფენის ტერიტორიაზე 200 საპარკინგე ადგილი სპეციალურად გამოყოფილია გამოფენის სტუმრებისთვის.
მოინიშნეთ კალენდარში 13-14 სექტემბერი და არ გამოტოვოთ ეს შესანიშნავი შესაძლებლობა, საინტერესოდ გაატაროთ შაბათ-კვირა ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, ისიამოვნოთ ღონისძიებაზე დაგეგმილი მრავალი აქტივობით და რაც ყველაზე მთავარია: გაიცნოთ და მხარი დაუჭიროთ მეწარმე ქალებს.
ღონისძიების ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ევროკავშირი საქართველოში
EBRD
აზიის განვითარების ბანკი
თიბისი
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
Expo Georgia
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
GIZ
Crystal MFO
მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვის ყოველწლიური ღონისძიება ქალთა მეწარმეობის რეგიონალური ექსპოს ნაწილია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.