მენიუ
სამი მხატვრის ევროპაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები. ზღაპრული თხრობით გადმოცემული ევროპული ქალაქების ხედები და სივრცეები. სამივე მხატვარს აერთიანებს აღქმის უშუალობა, ლირიულ-პოეტური გამომსახველობა, მხატვრული ინტერპრეტირების მსგავსება. ნაივური ხაზი , რომელიც თან სდევს მათ ნამუშევრებს განსაკუთრებული მიმზიდველობით გამოირჩევა. მხატვრებს რეალობის განსხვავებულ რეგისტრში გადავყავართ. ეს რეალობა თითქოს ყველასთვის ნაცნობია, თუმცა მივიწყებული და ძალიან მონატრებული.