წინანდლის მამული გამორჩეულ მუსიკალურ მოვლენას - ევროპაკონცერტს მასპინძლობს!
1-ელ მაისს, მამულის ამფითეატრში, ლეგენდარული მაესტრო დანიელ ბარენბოიმის დირიჟორობით გაიმართება ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი მიიღებს.
2024 წლის ევროპაკონცერტი ეძღვნება ევროპაში მშვიდობიან თანაარსებობას. ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის მუსიკოსები ევროპული კულტურის ელჩებს წარმოადგენენ. წელს პირველად ევროპული ღირებულებების აღნიშვნის ეპიცენტრად სწორედ საქართველო და წინანდალი შეირჩა.