3 მარტს, 15:00 საათზე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და თეოლოგიის ფაკულტეტების ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „ევროატლანტიკური ურთიერთობები და თანამედროვე გამოწვევები''.
ლექციას გაუძღვებიან ბუბა ბაღდავაძე, საერთაშორისო სავაჭრო სამართლის ექსპერტი და გიორგი ლაბაძე, ამერიკისმცოდნე.
შეხვედრაზე განიხილება თემები:
ეკონომიკური თანამშრომლობა;
სატარიფო ზომები;
ამერიკა-ევროპის სავაჭრო ბალანსი;
ენერგოპოლიტიკა;
უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა;
ღირებულებითი თანხვედრა და გამოწვევები;
ქრისტიანობა, როგორც ცივილიზაციური ფუნდამენტი;
დემოგრაფიული პრობლემები;
საქართველოს ადგილი ევროატლანტიკური თანამშრომლობის ახალ კონცეფციაში.
საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია.
მისამართი: კ. ქუთათელაძის 3, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
