ჯგუფი „ირიაო“ ელენესთვის
საქველმოქმედო კონცერტი
85 ლარი—მხოლოდ 1 ბილეთის საფასურია მაგიდასთან
გთხოვთ, ყველა გავერთიანდეთ ელენესთვის, რათა შევძლოთ თანხის უმოკლეს დროში შეგროვება და მკურნალობის დროული დაწყება. ამ ტიპის დაზიანებისას, რეაბილიტაციის ყოველი დაგვიანებული დღე, ამცირებს გამოჯანმრთელების შანსს.
------------------------
24 წლის ელენე მითაიშვილი, 4 მარტს, სნოუბორდით სრიალისას, მძიმედ დაშავდა. აღენიშნებოდა კისრის მალების მრავლობითი მოტეხილობა და ზურგის ტვინის შეშუპება.
საქართველოში, წმინდა მიქაელის ჰოსპიტალში ჩაუტარდა ხერხემლის გადაუდებელი ოპერაცია, რომლის დროსაც კისრის მეხუთე და მეექვსე მალები სრულად შეიცვალა ტიტანის იმპლანტით. მეოთხე, მეხუთე, მეშვიდე და გულმკერდის პირველ მალაზე გაკეთდა უკანა ფიქსაცია.
ამ ეტაპზე, ელენეს ფეხებში არ აქვს მგრძნობელობა, ხოლო ხელების მოძრაობა შეზღუდულია და სრულფასოვნად არ არის აღდგენილი.
საქართველოში, ელენეს რეაბილიტაციის შანსი არ არსებობს, და ერთადერთი გამოსავალი არის, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა.
ელენეს გამოჯანმრთელებისა და ფეხზე დადგომისთვის, აუცილებელია, თურქეთის კლინიკაში სპეციალური სარეაბილიტაციო კურსის გავლა, რომელიც მოიცავს 6 თვეს და რომლის საფასურია $180,000.
ამ ეტაპზე შეგროვებულია საჭირო თანხის ნახევარი.
თქვენი აქტიურობა ისევ და ისევ ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ეხება არამხოლოდ ჩარიცხვებს, არამედ პოსტის გაზიარებასაც.
ერთად ყველაფერს შევძლებთ!
შევქმენით gofundme #ელენესთვის, რომლის გავრცელებაც ძალიან დაგვეხმარება თანხის შეგროვების პროცესში
გადარიცხვისას დანიშნულებაში ვწერთ
#ელენესთვის