მარადისობა და ერთი დღე თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
მარადისობა და ერთი დღე

მარადისობა და ერთი დღე

მარადისობა და ერთი დღე
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ინგლისური, რუსული

აღწერა

პოეტური, მელოდიური, დინჯი და მომაჯადოებელი კინო ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან. დრამა სასიკვდილოდ დაავადებულ მწერალზე, რომელიც თავისი ცხოვრების უკანასკნელი დღის გატარებას ალბანელ პატარა არალეგალ მიგრანტთან ერთად გადაწყვეტს.

ავადმყოფობისა და სიკვდილის რთული თემების მიუხედავად, „მარადისობა და ერთი დღე“სიცოცხლის სიყვარულითა და იმედით არის გამსჭვალული. ბრუნო განცის პერსონაჟი, ხანდაზმული პოეტი, იგებს, რომ მძიმედ არის ავად და სიცოცხლის მხოლოდ ერთი დღე დარჩა. თუ როგორ იყენებს გმირი მისთვის დარჩენილ დროს, ბერძენი რეჟისორი თეო ანგელოპულოსი მისთვის დამახასიათებელი კინემატოგრაფიული ფორმით გვიჩვენებს — ფართო შტრიხებით შექმნილი ტილოს მსგავსად, რომელშიც როუდ-მუვის ელემენტებიც იკვეთება.

🏆 კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტო“ და ეკუმენური ჟიურის პრიზი.

ფოტო და ვიდეო

მარადისობა და ერთი დღე

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება