ეს მე ვარ, ნიკოლოზ ბარათაშვილი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ეს მე ვარ, ნიკოლოზ ბარათაშვილი

ეს მე ვარ, ნიკოლოზ ბარათაშვილი

მუსიკალური გაფორმება - ალექსანდრა ლორთქიფანიძერეჟისორის თანაშემწე - ინგა კაჭახიძე მონაწილეობენ: ნიკოლოზ ფაიქრიძე, დათო როსტომაშვილი, ვახო ჩაჩანიძე, გიორგი სავანელი, ასმათ ქურცკიძე, ნინო ლეჟავა, კახა გაბელაია, სერგეი შვედკოვი, ზვიად ურიდია, დიმა თარბაია,ლევან კაციაშვილი, ედმონდ გაბედავა, ვაკო კობერიძე, სოფიო სებისკვერაძე, თეკა კოხრეიძე, თამარ ადამია, ხატია მელქაძე, სალომე წურწუმია, ხათუნა ბერძენიშვილი, ნათია სოყურაშვილი, რაჟდენ კერვალიშვილი. დასაწყისი: 19:00ასაკობრივი შეზღუდვა 15+
ეს მე ვარ, ნიკოლოზ ბარათაშვილი
99/1 D.Agmashenebeli avenue
advertising
ქართული

აღწერა

ავტორი და რეჟისორი: გიორგი სავანელი

სცენაზე გაცოცხლებული პანტრაგიკული გმირი, პიროვნული და ეროვნული თავისუფლებისათვის მებრძოლი და შეწირული პოეტის ცხოვრება გაჯერებული თავბრუდამხვევი სასიყვარულო თავგადასავლებითა და პოლიტიკური ქარტეხილებით, ნონკონფორმიზმითა და დაუმორჩილებლობით. ნახეთ ნამდვილი ნიკოლოზ ბარათაშვილი!

ფოტო და ვიდეო

ეს მე ვარ, ნიკოლოზ ბარათაშვილი

ადგილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
99/1 D.Agmashenebeli avenue
1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა შექმნა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლის "ფრიც ბაუერის" (N. Sats) პრემიერა 11 ნოემბერს შედგა. მას მოჰყვა სპექტაკლები: „რობინ ჰუდი“ (ს. ზაიატსკი), „ადამიანი შავ სათვალეებში“ (ვ. კურდიუმოვი), „ჰიავათა“ (ნ. ოგნევი) და სხვა. მაყურებელი სპექტაკლებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ სპექტაკლების წარმატება ხელოვანების დამსახურებაა: გ.კუპრაშვილი, თ.თვალიაშვილი, გ.დარისპანაშვილი, მ.ერგნელი, ცოტა მოგვიანებით: ვ.არეშიძე, ი.ნინუა, ა.კაჭკაჭიშვილი, ნ.სირბილაძე, დ. ცხაკაია, ნ.ხორავა, მ.ძაჟანაშვილი, ი.დონაური, გ.დეისაძე, ა.ქიასაშვილი, დ.ძნელაძე, ა.ღვინიაშვილი და სხვები. 1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრი გაერთიანდა ნ.დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის სახელწოდებით. თეატრმა ერთობლივი საქმიანობა რუსეთის ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობაში დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ და თეატრის მენეჯმენტის წყალობით შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება